სკოლამდე არის მარსო

ჩვენ შესახებ

მარსო — სივრცე, სადაც სწავლა არჩევანია

პროფესიონალთა გუნდი სიყვარულით ზრუნავს ბავშვის შესაძლებლობების წარმოჩენაზე და ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის მიღება ბუნებრივი სურვილია.

სიყვარულით · 2016-დან

მარსოს სასწავლო პლატფორმა აერთიანებს თემებით, თამაშით და კეთებით სწავლებას — ერთი თემის ირგვლივ ცოდნის კომპლექსურ გამოცდილებად ქცევას.

თამაშით სწავლა

თამაშის დროს ბავშვში ყველაზე დადებითი ემოციები იღვიძებს და ასე ნასწავლი დიდხანს ამახსოვრდება. სასკოლო ასაკი სწორედ ის პერიოდია, როდესაც სწავლის მიმართ დამოკიდებულება ყალიბდება. ჩვენი მიზანია, სწავლა სიამოვნებად და პრიორიტეტად ვაქციოთ.

თემებით სწავლა

ბავშვის გონება ბუნებრივად აწყობს ცოდნას თემებად. ამიტომ ერთი თემის შესწავლას ვაერთიანებთ ასაკის შესაბამის ყველა აქტივობასთან. საავტორო პროგრამები „მე და ჩემი გარემო“ და „მე და ჩემი სამყარო“ ბავშვის ინტერესებსა და განვითარების ეტაპებს მიჰყვება.

კეთებით სწავლა

როცა ბავშვი საკუთარი გამოცდილებით სწავლობს, მას უვითარდება მოსმენა, თანმიმდევრულობა, აღქმა, შემოქმედებითი გადაწყვეტა, მოტორიკა, ყურადღება და სოციალური უნარები.

მარსოს მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულებისას
მარსოს ინტელექტუალური თამაში

გამარჯვება ცოდნით

ბავშვები მრგვალი მაგიდის გარშემო პასუხობენ განვლილი თემებიდან მომზადებულ კითხვებს. ცოდნა კონკრეტული და ხილული ხდება; ისინი სწავლობენ ლიდერობას, გუნდურობას, მოგებისა და წაგების ემოციის მართვას.

წაიკითხეთ მეტი
პირველი შეხვედრა

გაიცანით მარსო ახლოდან

ეწვიეთ ჩვენს სივრცეს, შეხვდით პედაგოგებს და ერთად შევარჩიოთ ბავშვისთვის საუკეთესო პროგრამა.

დარეგისტრირდით