სკოლამდე არის მარსო

მარსოს სასწავლო მეთოდი

ერთი თემა. ათასი კითხვა.

ერთი თემის ირგვლივ ვაერთიანებთ ინფორმაციას, ვიზუალურ მასალას, თამაშსა და ხელსაქმეს — ასე ბავშვი ცოდნის მნიშვნელობას თავად ხედავს.

10 თემა · 10 თვე

თემებით სწავლა მსოფლიოში წარმატებული მეთოდია. როდესაც ბავშვი ცოდნას იღებს და პარალელურად თამაშითა და კეთებით იყენებს, მას უჩნდება კითხვები — პასუხების აღმოჩენა კი სწავლას ნამდვილ თავგადასავლად აქცევს.

01

სექტემბერი

კოსმოსი

„კოსმოსში მოგზაურობა“ მარსოს სასწავლო წლის პირველი დიდი თემაა. მისი მისტიურობა ბავშვებში ინტერესს აღვიძებს და ერთ დიდ ინტელექტუალურ თამაშში რთავს.

02

ოქტომბერი

ჩემი პლანეტა — დედამიწა

დედამიწა ჩვენი კოსმოსური მისამართია. მიწა, წყალი, ჰაერი და ეკოლოგიაზე ზრუნვა ბავშვისთვის კონკრეტულ და მნიშვნელოვან ცოდნად იქცევა.

03

ნოემბერი

ფლორა და ფაუნა

მცენარეებისა და ცხოველების გაცნობით სხვადასხვა კონტინენტზე ვმოგზაურობთ და რუკაზე სამყაროს უკეთ ვიმახსოვრებთ.

04

დეკემბერი

ქვეყნები და ღირსშესანიშნაობები

მოგზაურობას საქართველოდან ვიწყებთ და მაგელანივით ვუვლით მთელ დედამიწას — ქვეყნებს, ქალაქებსა და კულტურებს ვეცნობით.

05

იანვარი

მითები და ლეგენდები

პრომეთე, ამირანი, არგონავტები და ოლიმპოს ღმერთები მსჯელობის, ფანტაზიისა და გმირობის თემებს აცოცხლებენ.

06

თებერვალი

უძველესი ცივილიზაციები

კარვებში ტომობანითა და თიხის გრაგნილებზე ასოების ამოტვიფრით ბავშვები მსოფლიო საოცრებებს გამოცდილებით სწავლობენ.

07

მარტი

აღმოჩენები და გამოგონებები

თემა პასუხობს პატარა მეგობრების მრავალ კითხვას და აჩვენებს, როგორ ცვლის ცნობისმოყვარეობა სამყაროს.

08

აპრილი

ხელოვნება და კულტურა

მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა და სპორტი ბავშვებს ცნობილ შემოქმედებთან და იდეებთან აკავშირებს.

09

მაისი

პროფესიები

ბავშვები ეცნობიან მშობლებისა და სხვადასხვა პროფესიონალის საქმიანობას და საკუთარ მომავალზე ფიქრს იწყებენ.

10

ივნისი

ლიტერატურა

მოსმენის კულტურა, გააზრება, მსჯელობა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება სასწავლო წელს ამბებით ასრულებს.

პირველი შეხვედრა

გაიცანით მარსო ახლოდან

ეწვიეთ ჩვენს სივრცეს, შეხვდით პედაგოგებს და ერთად შევარჩიოთ ბავშვისთვის საუკეთესო პროგრამა.

დარეგისტრირდით